თანამედროვე ცხოვრებაში ნარჩენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ხშირად მას მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როცა ურნა ივსება ან ქუჩაში დაგროვილი ნაგავი თვალში გვხვდება, თუმცა რეალური საფრთხე ბევრად უფრო ღრმაა. ნარჩენები, რომლებიც არასწორად იმართება, გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკას ყოველდღიურად აზიანებს - ხშირად უხილავად.
განსაკუთრებით საშიშია სპეციფიკური ნარჩენები - გამოყენებული საბურავები, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები. მათი გარემოში უკონტროლოდ მოხვედრა იწვევს ნიადაგისა და წყლის დაბინძურებას, ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელებას და ეკოსისტემების დაზიანებას. მაგალითად, ღია სივრცეში დაგროვილი საბურავები ხანძრის მაღალი რისკის წყაროა, ხოლო მათი წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი მძიმე ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.
ნარჩენების პრობლემა მხოლოდ ეკოლოგიური საკითხი არ არის - ის პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. დაბინძურებული გარემო გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხზე, სასმელ წყალზე, სურსათის უსაფრთხოებაზე და საბოლოოდ, საზოგადოების ჯანმრთელობაზე. ამავდროულად, დაუმუშავებელი ნარჩენები ნიშნავს დაკარგულ რესურსებსაც, რადგან თანამედროვე ცირკულარული ეკონომიკის მიდგომა ნარჩენის ხელახლა გამოყენებასა და რესურსად გარდაქმნას ეფუძნება.
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ნარჩენების მართვა უკვე ეკონომიკური განვითარების ნაწილად განიხილება. გადამუშავებული მასალები გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში, წარმოებაში და ინფრასტრუქტურაში. ეს მიდგომა ამცირებს ბუნებრივი რესურსების მოხმარებას და გარემოზე ზეწოლას.
საქართველოშიც ეტაპობრივად იზრდება ცნობიერება, რომ ნარჩენი შეიძლება პრობლემიდან რესურსად გადაიქცეს. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს თეგეტა გრინ პლანეტი ორგანიზაცია, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული. კომპანიის საქმიანობა მოიცავს გამოყენებული საბურავების და აკუმულატორების, ნარჩენი ზეთებისა და სხვა სპეციფიკური ნარჩენების მართვას, მათი გადამუშავებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას.
თეგეტა გრინ პლანეტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საქართველოში ჩამოყალიბდეს თანამედროვე, მდგრადი და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემა - სისტემა, სადაც ნარჩენი აღარ წარმოადგენს უხილავ საფრთხეს, არამედ ახალი რესურსის შექმნის შესაძლებლობას.