შალვა ახვლედიანი მდგრადი ბიზნესმოდელების შესახებ ჟურნალში SUSTAINABILITY SPOTLIGHT
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (Global Compact Network Georgia) ახალ ჟურნალში კორპორაციული მდგრადობის შესახებ, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი, შალვა ახვლედიანი, სექტორისთვის აქტუალურ საკითხებზე საუბრობს.
ინტერვიუში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ გარდაქმნის თეგეტა გრინ პლანეტი, თეგეტა ჰოლდინგთან დაკავშირებული არაკომერციული ორგანიზაცია ნარჩენების მართვას გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებულ სისტემად.
სტატიაში ასევე განხილულია, თუ რა გამოწვევებს აწყდება ორგანიზაცია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების განხორციელებისას და რატომ მიაჩნია, რომ ცირკულარული ეკონომიკა არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვის, არამედ გონივრული ბიზნეს სტრატეგიის საკითხია.